ათასწლეულების მანძილზე გვერდიგვერდ მცხოვრებ ძმურ ხალხებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ყოფა-ცხოვრებაში. შირაქ თოროსიან

სომხეთის რესპუბლიკის დეპუტატი შირაქ თოროსიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ძვირფასო თანამემამულეებო!
ბოლო დღეებში ქართულ მედიასა და ინტერნეტში მწვავე განხილვის თემა გახდა ე.წ. „მაწვნის სკანდალი“ . ათასწლეულების მანძილზე გვერდიგვერდ მცხოვრებ ძმურ ხალხებს ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეთ საერთო, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამზარეულოში და სხვაგან. ამიტომ ამ წვრილმან საკითხზე ასეთი ხმაურის ატეხვა, ასეთი ქარიშხლის აწევა ერთ ჭიქა წყალში არ შეეფერება მოძმე ხალხებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.
ხოლო ტელეკომპანია „იმედის” მიერ ნაჩვენები კადრი საერთოდ არ ჯდება მეგობრობის ლოგიკაში. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს არ გამოიწვიონ პროვოკაცია, არ დაარღვიონ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან საჭირო პარტნიორობა და მეგობრობა.
PS ყოველივე ამის შემდეგ სანუგეშოა ის, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მომხდარი ტექნიკურ შეცდომად შეაფასა, სინანული გამოთქვა, ბოდიში მოიხადა და დაჰპირდა ზემოაღნიშნული კადრის სოციალური პლატფორმებიდან ამოღება”.