ახალციხეში ვულკანიზაციაში მომხდარი შემთხვევისას დაშავდა ერთი პირი

ახალციხეში ვულკანიზაციის ხელოსანი მუშაობის დროს დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აღინიშნება თავის ტვინის შეშუპება. სჭირდება ნეიროქირურგიული ჩარევა“, – გვეუბნება ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მამაკაცი საბურავს ცვლიდა, როცა საბურავი გასკდა და ხელოსანს მოხვდა.
ველოდებით განმარტებებს შსს-დან და 112-დან.