მესხეთის დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, კონცერტზე სომხური ესტრადის ვარსკვლავებმა იმღერეს

9 დეკემბერს ახალციხელი მაყურებლის წინაშე მესხეთის დრამატულ თეატრში ცნობილი სომეხი ესტრადის ვარსკვლავები წარდგნენ.
მომღერლები სომხეთიდან ჩამოვიდნენ სპეციალურად წინასახალწლო ტურნის ფარგლებში,
ტურნე ნინოწმინდის კულტურის სახლით დაიწყო ახალციხეში გადმოინაცვლა, ხოლო 10 დეკემბერს ახალქალაქის კულტურის სახლში გამართება კონცერტი.
მავრ მკრტიჩიანი, გურგენ დაბაღიანი , გევორგ მარტიროსიანი და სევაკ ამროიანი მონაწილეობდნენ საახალწლო კონცერტში ხოლო საღამო თაგუჰი ღაზარიანს მოყავდა.
საღამომ ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლები კმაყოპილები იყვნენ.
„ ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ , ძალიან მომეწონა დღევანდელი კონცერტი და მადლობას ვუხდი ყველას ვინც ორგანიზება გაუწია ამ კონცერტს და მოგვცა საშალება ერთი საღამო სასიამოვნოდ გაგვეტარებინა”, ამბობს ლეილა ამბარიან სომხური სკოლის ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე.