თბილისმა ერევანსა და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადება წარუდგინა

თბილისმა ერევანსა და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადება წარუდგინა


საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს სამმხრივ თანამშრომლობის ინიციატივას სხვადასხვა სფეროში.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდი ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

“ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული რეგიონში კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და თანამშრომლობის ხელშეწყობით. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივ თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროში”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რეგიონის განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისთვის.