ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აშშ-ში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი 3-დან 7 თებერვლამდე გაგრძელდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში, რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც.