არსებობს ინფორმაცია კურსკის რეგიონში დაღუპული ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების შესახებ: პენტაგონი

არსებობს ინფორმაცია კურსკის რეგიონში დაღუპული ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების შესახებ: პენტაგონი


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები პირველად შევიდნენ ბრძოლაში უკრაინულ ჯარებთან რუსული არმიის მხარეს და განიცადეს დანაკარგები დაღუპულთა და დაჭრილებში. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

”ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები შევიდნენ ბრძოლაში კურსკის რეგიონში… ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ მათ განიცადეს დანაკარგები დაღუპულებსა და დაჭრილებში”, – თქვა რაიდერმა.

მან დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გასულ კვირას ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მან ზუსტად არ უთქვამს, რა ზარალი განიცადეს.