საფრანგეთი სირიასთან დიპლომატიურ კონტაქტებს 12 წლის შემდეგ განაახლებს

საფრანგეთი სირიასთან დიპლომატიურ კონტაქტებს 12 წლის შემდეგ განაახლებს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში 4 დიპლომატის გაგზავნის გადაწყვეტილება პირველად 2012 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ მიიღო. 17 დეკემბერს, დილით, დიპლომატიური მისია ჩავიდა დამასკოში, სადაც მდებარეობს საფრანგეთის საელჩო, სირიის ახალ ხელისუფლებასთან „პირველადი კონტაქტების დასამყარებლად“.

AFP-ის კორესპონდენტი იტყობინება დიპლომატების საელჩოში ჩასვლის შესახებ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დიპლომატიური კონტაქტების მიზანს სირიაში საფრანგეთის გავლენის დაბრუნება და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების შეფასება უწოდა. ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ასევე დიდი ბრიტანეთი და გერმანია განიხილავენ.