ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომის N3 საჯარო სკოლისა და დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხარაზიშვილმა პირადად მიულოცეს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მერის წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წელი პირადად მიულოცეს თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და უსურვებს ნაყოფიერ სასწავლო წელს.“- ნათქვამია განცხადებაში.