რამდენს შეადგენს ახალციხის 2025 წლის ბიუჯეტი?

რამდენს შეადგენს  ახალციხის  2025 წლის ბიუჯეტი?

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით შეიძლება დამტკიცდეს, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 2 მილიონით მეტია. მერიამ ბიუჯეტის დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა და საჯარო განხილვა იგეგმება პარასკევს, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე.

წლის მთავარი დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 5 მილიონზე მეტი ხელფასებზეა დათვლილი. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 8 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის – 400 მილიარდამდე, ხოლო  „გარემოს გაწმენდა და დაცვა“ 3 მილიონ ნახევარზე მეტია დგათვლილი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მერია მომავალ წელს ახალციხეში ნათენაძის,  ფარნავაზის მეფის, ნებიერიძისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაციას 3 500 000 ლარად გეგმავს, ასევე სოფელ მუსხისა და ივლიტაში ხიდების აშენებას და შეკეთებას 40,000 ლარად  გეგმავს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და რელიგიური ორგანიზაციების მხარდასაჭერად 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მერია აღნიშნული მუხლიდან მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ მართლმადიდებლურ კონფესიას აფინანსებდა.