აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების ნათესავებმა საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს
აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სამხედროების ნათესავებმა სომხეთში საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს.
ტყვეობაში მყოფი სამხედროების ნათესავებმა საბაჟო პუნტქ “ბავრამდე” მიმავალი გზა ჩაკეტეს, ჟურნალისტებთან საუბარში დემონსტრანტებმა აღნიშნეს, რომ მათი ნათესავები ტყვეობაში უკვე 860 დღე იმყოფებიან.
“ვითხოვთ ჩვენს ბავშვებს. მთელი ეს დრო გვატყუებდნენ, მეტი შეუძლებელია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოცემასთან საუბარში.
ბაქოს მიერ ცნობებით, აზერბაიჯანის ციხეებში 38 სომეხი ტყვე იმყოფება. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ბრალდებით არის გასამართლებული – საზღვრის უკანონო კვეთიდან ტერორიზმამდე. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტყვეობაში დაახლოებით 80 სომეხი ტყვე იმყოფება. თავის მხრივ, ბაქო ამტკიცებს, რომ ყველა ტყვე დააბრუნა, ხოლო აზერბაიჯანის ციხეებში მყოფ სომხეთის მოქალაქეებს “ტერორისტებად” მოიხსენიებს.