სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება


სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 15 თებერვალს გაემგზავრება.

 ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვაჰან ჰუნანიანი წერს.

თურქეთში მინისტრი მირზოიანი შეხვდება საქართველოს სამაშველო ჯგუფს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში ანკარაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა გაიმართება.