როგორ დავახარისხოთ და განთავისუფლდეთ ნარჩენებისგან ისე, რომ გარემო არ დავაბინძუროთ

როგორ დავახარისხოთ და განთავისუფლდეთ ნარჩენებისგან ისე, რომ გარემო არ დავაბინძუროთ- ახალციხის პირველ და მესამე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს ამ თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრისას ბაღებს ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენლებმა ნაგვის ურნები გადასცეს, რომელთაც საინფორმაციო დანიშნულებაც ექნებათ. ახლა ბავშვები შეძლებენ მინიონის და ფანქრის ფორმის ნაგვის ურნებში ნარჩენები მოათავსონ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ ნაგვის ურნების დამატებას ახალციხის ყველა საბავშვო ბაღში გეგმავენ.