ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მშვიდობისკენ მიდის და არა ომისკენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მშვიდობისაკენ მიდის და არა ომისაკენ და თავდაცვის სამინისტროს მკაფიო დავალება მისცა, რომ არ ჩაიდინოს რაიმე დარღვევა.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. ჩემი მითითება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ ნათელია. არ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა. “სომხეთი მშვიდობისკენ მიდის და არა ომისკენ”, – ნათქვამია პოსტში.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს უკვე შეთანხმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან.