ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა . ღონისძიება განახორციელა მომავლის სახლის სომხური ენის ჯგუფის მოსწავლეებმა პედაგოგ ნანული ჰუნანიანის ხელმძღვანელობით.
ბავშვებმა სტუმრებს წარუდგინეს თუმანიანის ბიოგრაფია, მოღვაწეობ, ზღაპარი „უსაქმური ჰური“ და ლექსები.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.