რუსეთისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შვეიცარიული მხარის ინიციატივით გაიმართა.

სერგეი ლავროვმა და იგნასიო კასისმა განიხილეს ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება და ორგანიზაციის შემდგომი დეგრადაციის თავიდან აცილების ვარიანტები.

დღის წესრიგში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იყო. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობას.

„მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მოსკოვი არ მიიღებს ვლადიმერ ზელენსკის რეზოლუციის საფუძველზე მოგვარების პერსპექტივას, რასაც, კერძოდ, შვეიცარია უჭერს მხარს.

დიპლომატები შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე.