ნატოსა და რუსეთს შორის ომი მსოფლიო აპოკალიფსი იქნება: ილჰამ ალიევი

ნატოსა და რუსეთს შორის ომი მსოფლიო აპოკალიფსი იქნება: ილჰამ ალიევი


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VGTRK-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს ექნებათ საკმარისი „პოლიტიკური სიბრძნე“ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

„ვფიქრობ, რომ ვაშინგტონში და მოსკოვში, ისევე როგორც სხვა დედაქალაქებში არის საკმარისი პოლიტიკური სიბრძნე, რომ ასეთი კოშმარული სცენარი არ განხორციელდეს“, – ციტირებს რია ნოვოსტი.

ალიევმა ასევე შეადარა სცენარი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და რუსეთი “ცხელ ომში ჩაერთვნენ” გლობალურ აპოკალიფსს.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ევროპელი დამკვირვებლების საფარქვეშ ამ უკანასკნელმა „ნატოს ინფრასტრუქტურა შექმნა“.