არ არის საჭირო თურქეთის სამხედრო ბაზა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე: ალიევი

არ არის საჭირო თურქეთის სამხედრო ბაზა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე: ალიევი


არ არის საჭირო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზის შექმნა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

”ამის საჭიროება არ არის”, – თქვა ალიევმა VGTRK-სა და RIA Novosti-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მედიაში ზოგჯერ განიხილება ეს შესაძლებლობა, მაგრამ თურქეთმა აზერბაიჯანის არმია უკვე კარგად მოამზადა.

„აზერბაიჯანი თურქეთთან სამხედრო სფეროში 1992 წლიდან თანამშრომლობს. რა თქმა უნდა, ფორმები იცვლება საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ 30 წელზე მეტია თურქეთი დიდ როლს თამაშობს აზერბაიჯანული არმიის მოდერნიზებაში და მის მაღალ სტანდარტებამდე მიყვანაში“, – აღნიშნა ალიევმა.

ალიევმა გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსების სავარაუდო გეგმების შესახებ „ინფორმაცია“ უწოდა, რადგან დღეს „ერთი სამხედრო ბაზის დამალვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პრაქტიკულად შეუძლებელია“.

ალიევის თქმით, ეს გზავნილები „პოლიტიკური სპეკულაციის“ ხასიათს ატარებს.