ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა.

„გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა.

ანდეზიტში გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს „ბილტმორი“ ასრულებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს, ჯამში 8 კილომეტრამდე გზა მოეწყობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.