რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქის დღესთან დაკავშირებით?
30 ივნისს, ქალაქის დღის საპატივცემულოდ ახალციხეში ახალციხელობის ღონისძიებები გაიმართება.
ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება “რაბათის ციხის” ტერიტორიაზე გაიმართება.
პროგრამა ასეთია:
10:00 – 12:00 სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში.
15:00 – 17:00 სპორტული და გასართობი თამაშები – ნარდი, ქვები, მკლავჭიდი და ა.შ.
15:00 – 18:00 მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
15:00 – 18:00 ხელოსნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
15:00 – 18:00 ახალგაზრდული სივრცე: სამაგიდო თამაშები.
16:30 – ადგილობრივი არტისტების კონცერტი. მერის სტუპენდიით სტუდენტების დაჯილდოვება. საპატიო მოქალაქის დაჯილდოვება.
18:00 – თემურ ყვითელაშვილის სადღესასწაულო კონცერტი – თემურ და რომა რცხილაძეების მუსიკალური კომპოზიციები კომპოზიტორი-შემსრულებელი – ზაზა კილასონია. გიორგი ცხადაძე და ჯგუფი 4+2, ფეიერვერკი․