სოფელ საძელში გარე განათების მოწყობა იგეგმება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ასევე სოფლებში: მინაძე, წყორძა, ანი და საძელი, იგეგმება გარე განათების მოწყობა, რისთვისაც მერია 190 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ქ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარე განათების მოწყობა იგეგმება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომპანიამ – შპს გუნგლმა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოებისთვის თავიდანვე 154 586 ლარი შესთავაზა, ბოლოს კი 145 300 ლარი. ტენდერი განაცხადების შერჩევის ეტაპზეა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.