ახალქალაქში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

ახალქალაქში  მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტ-სკოლის დარბაზში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა. ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები მონაწილეობდნენ: ორი ასაკობრივი ჯგუფის 60-ზე მეტი ბიჭი და ოთხი გოგონა ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან.

შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრები და სიგელები მიიღეს.