როდის ივლიან ახალი ავტობუსები ახალციხეში?

როდის ივლიან ახალი ავტობუსები ახალციხეში?


ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა 27 თებერვალს გასაუბრებისას გვთხოვა, კიდევ ერთი-ორი კვირა დაველოდოთ. ველოდებით… მას შემდეგ 29 დღე გავიდა. რა ეტაპზეა საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ახალი გეგმა და კონკრეტული ვადები? — ახალციხის მერიაში ტრანსპორტის განახლების თარიღს არ გვეუბნებიან და ამბობენ, რომ თავად გამოაცხადებენ. როგორც მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ავტობუსების შემოტანის დღეს, 16 თებერვალს, გვითხრა, რომ გეგმავენ 37 მძღოლის დაქირავებას, რომლებსაც თვეში 1000 ლარი გადაუხდიან, ავტობუსის მძღოლები მიიღეს სამუშაოდ? რაც ახლა ვიცით – ახალციხის მერიამ 18 ავტობუსსა და სპეცტექნიკაში 356 400 ლარი დახარჯა, იქირავა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირის კუთვნილი შენობა. ეს ის ტერიტორიაა, რომლის შეძენასაც მერიამ 2 600 000 ლარად გეგმავდა და რომელშიც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კორუფციული რისკები დაინახა.

საუბარია ახალციხეში, სატვირთო სადგურზე არსებულ ტერიტორიაზეა, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო კომპანია OOO „Silk Road Engineering“-ს. ეს იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

მერიამ ფართი 18 თვით იქირავა. ახალციხის მერიამ 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 18 ავტობუსი შეიძინა, რომელიც ახალციხეს 16 თებერვალს ჩააბარა.