ბორჯომის მერია – ბორჯომში, სოფელ სადგერიდან გოგირდის აბანოებამდე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში, სოფელ სადგერიდან გოგირდის აბანოებამდე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 450 მეტრზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, ბაზალტის ქვის კიბეები და მოაჯირები.
„დამონტაჟდება ნაგვის ურნები, საინფორმაციო ბანერები და უსადენო სანათები. ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები სადაც განთავსდება მაგიდა და სკამები.
პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 102 500 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მაი თაუნი“ ასრულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.