სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება


საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შანსონიეს, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ოქტომბერს, ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში არფი ალტოს (არფინე ტერ-პეტროსიანი) ჩვენი დიდი თანამემამულის, მსოფლიოში ცნობილი შანსონიეს, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის სალაროში და TKT.GE-ზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.