მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ნაციონალური დრამის მე-7 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალი 15 მაისს დაიწყება და 2 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მსახიობები მიიღებენ. ფესტივალი „თავისუფალი თეატრი“ სპექტაკლით გაიხსნება.