ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში


დღეს, 16 იანვარს, ახალქალაქიდან სოფელ დილისკასკენ მიმავალ გზაზე, ქალაქის ციხე-სიმაგრეებთან, სატვირთო მანქანა ამობრუნდა.
იგი დაეჯახა BMW X 5 მარკის მსუბუქ ავტომობილს, რამაც მსუბუქი ავტომიბილის მცირე დაზიანება გამოიწვია. ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობდნენ.