მეგა ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მზად არის

მეგა ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მზად არის


2020 წელს ექთანი მეგი ბაქრაძის, რომელიც აცრიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, საქმეზე მზად არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა . ჩვენი ინფორმაციით, დასკვნა პროკურატურაშია, თუმცა ოჯახს, მათივე თქმით, ამის შესახებ ჯერ არ ეცნობა.

ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხვალ გეგმავს პროკურორთან შეხვედრას, რის შემდეგაც კომენტარს გააკეთებს.

ჩვენ გავაგრძელებთ თემაზე მუშაობას.