ახალციხეში პირველად გაიმართება შეჯიბრი ,,ფეინთბოლში”

ახალციხეში პირველად გაიმართება შეჯიბრი ,,ფეინთბოლში”


15 აგვისტოს, ახალციხეში ,,ფეინთბოლ”-ის შეჯიბრი გაიმართება, იუწყება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

როგორც მერიაში გვაცნობეს, მსგავსი კონკურსი ქალაქში პირველად იმართება და უკვე არაერთი განაცხადია შემოსული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-27 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობის მსურველებმა ახალციხის მერიაში 12 აგვისტომდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.