GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ახალქალაქში საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს

GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ახალქალაქში საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს


GIPA Media Lab-ის მონაწილეებმა ახალქალაქში საკუთარი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გამართეს.

„ჯიპას“ ინფორმაციით, პროექტის მონაწილეებმა ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა სოციალურ თემაზე მომზადებული 16 დოკუმენტური ფილმი წარადგინეს.

„ საუკეთესოები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, საქდოკ ფილმის დამფუძნებელმა ანნა ძიაპშიპამ და Voice of America-ს სომხური სააგენტოს ჟურნალისტმა არუს აკობიანმა გამოავლინეს.

ჟიურის წევრებმა გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სპეციალური პრიზები გადასცეს. GIPA Media Lab-ში დოკუმენტური ფილმის კლასი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტრენინგებს კი დოკუმენტალისტები და GIPA-ს ლექტორები ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი უძღვებოდნენ.

GIPA Media Lab-ის პროექტი უკვე მეოთხე წელია ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ხორციელდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.