რელიგიის სააგენტომ ჭადრაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა

რელიგიის სააგენტომ ჭადრაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა


თბილისის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციებში ჩართულ პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და ამ მიზნით, ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატების ჩატარებას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, ჭადრაკის სფეროში ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებასა და სხვა.

მემორანდუმით გათვალისწინებული საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში 16-17 ივნისს იმართება.