დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
[ad_1]
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად ევროპის და მსოფლიო უსაფრთხოებას, ეწინააღმდეგება რა გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
„მან კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო განიცდის საკუტარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
[ad_2]