ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანნალენა ბურბოკმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ვითარება შედის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც ესპანეთის ქალაქ ტოლედოში იმართება.
„ჩვენ ასევე შევიტანეთ მთიანი ყარაბაღის ვითარება ჩემს ფრანგ კოლეგასთან კატრინ კოლონასთან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში. იქ მოსახლეობის მდგომარეობა კატასტროფულია. სასწრაფო მოწოდებით მივმართავთ აზერბაიჯანს და რუსეთს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საბოლოოდ უნდა მიიღოს ის, რაც მათ საცხოვრებლად სჭირდება. ლაჩინის დერეფანი თავისუფალი უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილებისთვის“, – აღნიშნა ბურბოკმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გარანტიის მიზნით, რამდენიმე დღეა თავის ამერიკელ კოლეგებთან ერთად მოსაზრებებს იზიარებენ.