ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში კონკურსი-გამოფენა გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში კონკურსი-გამოფენა გაიმართა


19 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში გაიმართა კონკურსი-გამოფენა სახელწოდებით „გამარჯვებული დიდგორი, აივაზოვსკის შთაგონება და ჩვენი ხელოვნების ენა“.

სკოლის დირექტორმა მარინა ჩომარიანმა და გამოფენის ორგანიზატორმა ქრისტინე ღაზარიანმა ხელოვნების კლუბის მოსწავლეების ნამუშევრები წარმოადგინეს.

„დღევანდელი ღონისძიება ვაჩიანის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა, ისტორიის მასწავლებელმა ერან მაკარიანმა და ხელოვნების მასწავლებელმა ქრისტინე ღაზარიანმა გადაწყვიტეს ორი საგნის გაერთიანება და დიდგორში ექსკურსიაზე წავიდნენ. დიდგორში მათ შეისწავლეს, გააძლიერეს ისტორიული ნაწილი და დახატეს დიდგორის ძეგლების ესკიზები. „მოსწავლეებმა ეს ყველაფერი ტილოებზე გადაიტანეს და კონკურს-გამოფენაზე წარმოადგინეს“, – თქვა ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ჩომარიანმა.

წარმოდგენილი იყო პორტრეტები, პეიზაჟები და სხვადასხვა უნიკალური ნამუშევრები. აქ თითოეულ ნახატს თავისი უნიკალური ფერები და სტილი ჰქონდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს წარმომადგენლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელობა და ახალქალაქის სახვითი ხელოვნების სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები. ყველა მონაწილეს გადაეცა საპატიო სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს – პრიზები.