ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ესტუმრა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სომხეთში ჩავიდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ერევნის ,,ზვართნოც” აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი დახვდა.
აბას არაღჩი 25 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება, რის შემდეგაც სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პრესკონფერენცია გაიმართება.