სერობ ჰარუთუნიანი და გევორქ სარქისიანი ახალციხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს ახალციხის საპატიო წოდება მიენიჭა შემდეგ მოქალაქეებს.
- სერობ ჰარუთუნიან – ტექნოლოგი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი;
- გევორქ სარქისიან – ვეტერანი სპორტსმენი, ფიზკულტურის მასწავლებელი, საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში;
- ნადეჟდა სოკოლოვა – ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ცენტრის“ დამლაგებელი;
- ლევან წამალაიძე – ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის ჯეოჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების გამგე;
- გიორგი ბუცხრიკიძე – ეკონომიკის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტის პროფესორი.
- ჭიჭიკო გელაშვილი – ბიზნესმენი და ქველმოქმედი;
- ვლადიმერ ზედგინიძე – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი 2016-2017 წლებში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 ივნისს, ახალციხეში ქალაქის დღე აღნიშნეს.