ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განიხილავს მის სურვილს იმოქმედოს როგორც შუამავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარმა პირველ ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას”, – თქვა კლაარმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ ერთად იმუშაოს და ხელი შეუწყოს მშვიდობას. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როლი, როგორც ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
„პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ამ კუთხით უკვე გადადგმული ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო დაუახლოვდება“, – განაცხადა კლაარი.