ხვალ განიხილება ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით შესაძლოა 2 მილიონი ლარით გაიზარდოს და 28 მილიონ 500 ათასზე მეტი შეადგინოს – მონაცემები მოცემულია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ახალციხის საკრებულო მერიიდან მიღებულ ბიუჯეტის პროექტს ხვალ 17:00 საათზე განიხილავს და შემდგომ დასამტკიცებლად და დასაზუსტებლად მერიას გადაუგზავნის.