ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა


ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 112-ის მონაცემებით, ქალი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.