„ივლიტის ტაძარს“ კვლავ ჩამონგრეული სახურავი აქვს – გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

„ივლიტის ტაძარს“ კვლავ ჩამონგრეული სახურავი აქვს – გამოცხადებული ტენდერი არ შედგა


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული 58 000 ლარის ოდენობის ტენდერის გამო ახალციხეში, სოფელ ივლიტაში მდებარე მრავალკონფესიური ეკლესიის რეაბილიტაცია კვლავ გადაიდო, რომელიც ითვალისწინებდა  პროექტის მომზადებას, ეკლესიის აღდგენის სავარაუდო დოკუმენტაციის გაფორმება.

ტაძრის აღდგენის საბიუჯეტო ტენდერი მეორედ ჩაიშალა, პირველ ტენდერში კომპანია-მონაწილე დისკვალიფიცირებული იყო და ამჯერად მასში მონაწილეობა არავის მიუღია.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როდის გამოაცხადებს დეპარტამენტი მომდევნო ტენდერს, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, მაგრამ არცერთ დეპარტამენტში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ეკლესია გასული წლის 16 თებერვალს დაზიანდა, ამ ზაფხულს კი სახურავი ჩამოინგრა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეი წულუკიანის განცხადებით: „ჩვენ არ გვყავს ბაზარზე ძეგლთა დაცვის კუთხით სრულად კომპეტენტური კერძო კომპანია.”