უფასო სამედიცინო კონსულტაციები ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Abbott-ის მხარდაჭერით, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, 2022 წლის 17 სექტემბერს მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.
უფასო კონსულტაციები ჩატარდება შემდეგ მიმართულებებში:
- კარდიოლოგი
- ენდოკრინოლოგი
- ნევროლოგი
- ქირურგი
- პროქტოლოგი
- გასტროენტეროლოგი
- პედიატრი
პაციენტების მიღება დაიწყება 12:00-დან 18:00 საათამდე, ახალციხეში, რუსთაველის 122-ში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. სარეგისტრაციო კითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე 551 87 66 55.