ფერსაში და აგარაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია იწყება

ფერსაში და აგარაში  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია იწყება


სახელმწიფოს  მასშტაბით დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი მიწის ნაკვეთი რჩება დაურეგისტრირებელი, იუწყება სახელმწიფო რეესტრის წარმომადგენელი. სწორედ ამ მიზეზით ამოქმედდა მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა.

სახელმწიფო რეესტრის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მთავარი სპეციალისტი ანანო კაპანაძე ამბობს, რომ წელს დაგეგმილია მიწის დარეგისტრირება სოფლებში ახალციხეში, ფერსა და აგარაში, ხოლო სხვა სოფლების მოსახლეობა  მიწას უახლოეს ორ წელიწადში დაარეგისტრირებენ.

ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრა სახელმწიფოს 59 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროგრამა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.