ოთარ შამუგიას განცხადებით, ტყეებში და დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის დროს, შესაძლებლობის ფარგლებში, მზად არიან სწრაფად მოახდინონ რეაგირება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიას განცხადებით, სამინისტრო მზად არის ტყეებში და დაცულ ტერიტორიებზე ხანძრების პრევენცია მოახდინოს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ოთარ შამუგია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის, მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მზად არიან სწრაფად მოახდინონ რეაგირება.
„ჩვენ, ჩვენი კომპენტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ადამიანები, რომლებიც სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში ავიყვანეთ, ასევე ამ მიმართულებით მუშაობენ, იმისათვის რომ მაქსიმალური კონტროლი გვქონდეს და შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთოთ კონტროლი ტყეებში, დაცულ ტერიტორიებში და ასევე ტყის ხანძრების პრევენცია მოვახდინოთ. შესაძლებლობის ფარგლებში მზად ვართ, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება. აღჭურვილობა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გვაქვს. ამასთან, გვეხმარება საგანგებო სიტუაციების სამსახური, რომლის კომპენტენციაში შედის აღნიშნული. ჩვენ არ გვყავს ვერტმფრენი“,- განაცხადა შამუგიამ.