ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იგეგმება ღონისძიება

16 ივლისს 19:00 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის ციხე ავრცელებს.
ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას მხატვარი ნონა გიუნაშვილი გახსნის, რომელიც ახალციხის ციხის ისტორიას ქვიშის ხელოვნებით გააცოცხლებს. ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობას მიიღებენ გვანცა გიგიბერია (საქსოფონი) , ია ყანჩაველი (ვიოლინო) და ასევე დიჯეი თეო ხაზარაძე.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.