დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება


დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი დაიბლოკება. ბლოკირების მექანიზმი კი კანონში ჩაიწერება.

შესაბამისი ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” აისახება, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილა.

პროექტით ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის.

კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ.

პროექტით, აგრეთვე რეგულირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინებასთან და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.