აგვისტოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“ ჩატარდება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას


2022 წლის 6 აგვისტოს სევანის ტბის პირველ საჯარო სანაპიროზე, ხოლო 7 აგვისტოს ქალაქ სევანის საფესტივალო პარკში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „სევანი“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წლიდან ფესტივალი გახდა საერთაშორისო და მასპინძლობდა ჯგუფებს საფრანგეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

„ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://rb.gy/chymol მონაწილეობის მისაღებად განაცხადები უნდა შეავსოთ 2022 წლის 31 მარტამდე ბმულზე http://fest.sevanyc.org/en/#join-us“, – ნათქვამია ინფორმაციაში.