შალვა პაპუაშვილი სომეხ კოლეგას მასპინძლობს

საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მის სომეხ კოლეგას მასპინძლობს.
როგორც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მხარეები მოწოდებულები არიან ქვეყნებს შორის გულწრფელი მეგობრობისა და პარტნიორობის კავშირი ჩამოაყალიბონ.
ამის შესახებ ის „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ჩემი პატივია ვუმასპინძლო ალენ სიმონიანს, სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს, მისი მცირეხნიანი ვიზიტისას საქართველოში. ჩვენ მოწოდებულები ვართ ჩამოვაყალიბოთ გულწრფელი მეგობრობისა და პარტნიორობის კავშირები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.