ნინოწმინდაში ორ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია

ნინოწმინდის ორი სოფლის გზა ჯერ ჩაკეტილია და უამინდობის გამო გაწმენდა ვერ ხერხდება. მიზეზი დიდთოვლობაა. როგორც მერიაში გვაცნობეს, ვლადიმიროვკასა და ტამბოვკასთან მისასვლელი გზები ხვალ და ზეგ გაიწმინდება.
ნინოწმინდის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა გვითხრა, რომ მათ უკვე გაწმინდეს 28 სოფლისა და ქალაქ ნინოწმინდის მისასვლელი გზა.