კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ახალ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს – „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ახალ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს – „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა“


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის იწყებს ახალ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს – „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა“.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შედგენილია საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.

„პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი; საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი; საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია.

პროექტის მიზანია, აბიტურიენტებმა მიიღონ ზოგადი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიისა და მისი როლის შესახებ გლობალურ პოლიტიკაში, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული სახელმწიფოსთვის.

სკოლის თემატიკა და სპიკერები:

9 მარტი, 18:00 – „პროფესია დიპლომატი“

მიხეილ უკლება – დიპლომატი, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი;

10 მარტი, 19:00 – „საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები“

ვახტანგ მაისაია – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვარშავის უნივერსიტეტის და ოსტროვიეცის ბიზნესის და მეწარმეობის უნივერსიტეტის პროფესორი;

11 მარტი, 19:00 – „რელიგიებისა და სახელმწიფოების ურთიერთობა მსოფლიოში“

გიორგი ფარეშიშვილი – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, CIU-ს რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე;

12 მარტი, 19:00 – „საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და სამშვიდობო ფორმატები“

გიორგი ანთაძე – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი;

14 მარტი, 19:00 – „პოლიტიკური იმიჯის შექმნისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნება“

თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის დირექტორი, CIU-ს ასისტენტ პროფესორი;

15 მარტი, 19:00 – „რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატები და სტრატეგიული პროექტები“

ალიკა გუჩუა – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, აშშ-ის საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობა IGI Global-ის ბორდის წევრი და რეცენზენტი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში და მიიღე ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერი;

პროექტში მონაწილეობისთვის გაიარე მარტივი რეგისტრაცია: https://bit.ly/3HK7iRj

იხილეთ პროექტის ღონისძიება ფეისბუქზე: https://bit.ly/3hM22lK

პროექტი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

„საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის“ გავლის შემდეგ, აბიტურიენტები მიღებული საბაზისო ცოდნის გაღრმავებას CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე შეძლებენ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.

პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებზე, ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ერასმუს+ გაცვლითი პროგრამებით ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაცია, დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მასმედიის საშუალებებსა და სხვადასხვა სტრუქტურებში, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, – აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.