აზერბაიჯანმა არცახის ერთ-ერთ სოფელს ნაღმტყორცნებით ცეცხლი გაუხსნა

8 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, არცახის ასკერანის რეგიონში, სოფელ ხრამორთში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი,- გამოაცხადა არცახის თავდაცვის ძალებმა. მოწინააღმდეგემ ესროლა 60 მმ ნაღმტყორცნით სოფლის მიმრთულებით 3 ნაღმი. სომხური მხრიდან დაზარალებული არ არის. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის თაობაზე მოხსენებულია რუსი სამშვიდობო ძალების მმართველობას.