ახალციხელი სპორტსმენები საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულთა შორის არიან

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულთა შორის ახალციხელი სპორტსმენები არიან.
ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა, ეროვნული ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდებმა აგრეთვე მოიპოვეს 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი . ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონების და სომხეთის სპორტსმენები , – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.